Expo Dubia 2020
ექსპო დუბაი 2020. მსოფლიოს ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეში საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნა გრძელდება. ოფიციალური დახვედრის და სიტყვით გამოსვლების შემდეგ სავაჭრო პარტნიორობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ქართულ პავილიონში ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საამიროების სახელმწიფო მინისტრს პირადად უმასპინძლა და ქვეყნის კულტურული და ისტორიული ღირებულებები გააცნო.
