საერთო სასამართლოების შესახებ კანონი
რიგგარეშე სხდომა დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს. ამ დროისათვის, კანონმდებლები საკითხის პირველ მოსმენას ელოდებიან. ოპოზიცია ცვლილებს აკრიტიკებს და მხარს არ უჭერს. მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებით და მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდით ხსნის. სადავო ცვლილებები დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ. ცვლილებები რამდენიმე საკითხს აერთიანებს, მათ შორის განსაზღვრავს მოსამართლეთა დისციპლინური სასჯელის ვადებს.
