საქართველოს პარლამენტმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ, შალვა პაპუაშვილი აირჩია
88 ხმით 1-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ, შალვა პაპუაშვილი აირჩია. "ვიდგები, საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე" - კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. მან სიტყვით გამოსვლისას, აქცენტი ოპოზიციასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გააკეთა. "ქვეყნის ერთიანობა, კეთილდღეობა, წინსვლა და განვითარება, ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება" - აცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე.
