აჭარაში "ომიკრონით" ინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში "ომიკრონით" ინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა. ოთხივე მათგანს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია, სამი შინ განაგრძობს მკურნალობას. სამივე ორივე დოზით აცრილია. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კოვიდსასტუმროში რჩება.
