ხმაური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ
კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორ დამოუკიდებელ უწყებას ქმნის, პირველი მოსმენით მხარდაჭერილია და პლენარულ სხდომაზე გადის. პროექტს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი აკრიტიკებს, რომლებიც ორი წლის წინ ამ სამსახურის შექმნას და მით უფრო, მისთვის საგამოძებო ფუნქციის შეთავსებას ებრძოდნენ. ინიციატორთა არგუმენტი კი საერთაშორისო პრაქტიკაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 10 მაისს შეიქმნა. კანონპროექტი კი 1 მარტამდე ამოქმედდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
