კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა
სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე განმარტავს, რომ სხდომაზე უმრავლესობის წევრები შეგნებულად არ მივიდნენ, რადგან ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის შეფერხებას ცდილობს.
