სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში - იუსტიციის მინისტრის პოზიცია და შეფასებები
მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ, თუმცა პატიმარი კანონიერ მოთხოვნას, რუსთავის ნომერ 12 დაწესებულებაში გადაყვანას, არ დაემორჩილა. წერია რომ, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დამატებითი განმარტება იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
