ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა - შეფასებები
პროცედურული ომი ოპოზიციამ წააგო. ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განმარტებით, სხდომაზე უმრავლესობის წევრები შეგნებულად არ მივიდნენ, რადგან ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის შეფერხებას ცდილობს. ალტერნატიული წინადადების ინიცირება ანა ნაცვლიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, თუმცა პროექტის ინიცირება ვერ მოხერხდა, ბიურო არ შედგა.
