პანდემია მსოფლიოში
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 282 მილიონს უახლოვდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, სადაც დღიური შემთხვევების რიცხვი იზრდება. 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსი 213 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება ევროპაშიც. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა დიდ ბრიტანეთში, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე ასი ათასს აღწევს.
