კოვიდინფიცირებული ბავშვები
ციციშვილის კლინიკაში, ომიკრონის შტამით ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. კვლავ ბევრი ინფიცირებული პაციენტი მიმართავს ბავშვთა კლინიკებს. ციციშვილის კლინიკაში, ამდროისთვის 75 არასრულწლოვანი მკურნალობს. მათ შორის 15 ინტენსიური თერაპიის ცენტრშია, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
