პენიტენციური სამსახურის განცხადება
მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ნატქვამია რომ 27 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ. პატიმარი არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. წერია რომ, აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.
