"დიასპორის დაჯილდოება 2021"
„დიასპორის დაჯილდოება 2021-ის“ ფარგლებში საზღვარგარეთ მომუშავე ქართველები დააჯილდოვეს. ჯილდოები გაიცა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მეცნიერების, სპორტის განვითარებისთვის, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ასევე დაჯილდოვნენ საქართველოს უცხოელი მეგობრებიც. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს. მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება.
