"ესკოს" ახალი ხელმძღვანელი
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო-ს) გენერალურ დირექტორად დავით თვალაბეიშვილი დაინიშნა. აქამდე ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. საწარმოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნათია თურნავამ წარუდგინა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა „ესკოს“ ყოფილ ხელმძღვანელს ზაზა დვალიშვილს, რომელიც რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
