კოვიდინფიცირებული ბავშვები
ციციშვილის კლინიკაში ახალი ომიკრონის შტამით ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ბავშვის დიაგნოსტიკური კვლევის მიზეზით ისინი უცხოეთში იმყოფებოდნენ. კვლავ ბევრი ინფიცირებული პაციენტი მიმართავს ბავშვთა კლინიკებს. ციციშვილის კლინიკაში ამჟამად 75 არასრულწლოვანი მკურნალობს. მათგან 15 ინტენსიური თერაპიის ცენტრშია, ორი მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ომიკრონის ახალი შტამი დადასტურდა, რეკომენდაციად, პირველ რიგში, კვლავ ვაქცინაცია, ნიღბის ტარება და მიმოსვლის შემცირება რჩება.