თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი
მილიარდ 545 მლნ ლარი - დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ხუთი მილიონი ლარი უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შესაძენად დაიხარჯება. 10 მილიონი ლარი კი სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამისთვის. ბინათმშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე, ჯამში, 12 720 000 ლარია გამოყოფილი. სპორტული ცენტრების მშენებლობაზე 5 000 000 ლარი. 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი – ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი – პირველი და მეორე ავტობაზების რეაბილიტაციას. 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი – დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის.
