პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ
პარლამენტის ახალ სპიკერს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ აირჩევენ. შალვა პაპუაშვილი რიგგარეშე სესიაზე, კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგება, სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ კითხვებს უპასუხებს. რეგლამენტის მიხედვით, ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე გავა. თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
