პრემიერი შალვა პაპუაშვილს წარმატებას უსურვებს
ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს წარმატებას უსურვებს. ირაკლი ღარიბაშვილი მას განათლებულ, წესიერ, კვალიფიციურ კადრად და გუნდის ერთგულ წევრად ახასიათებს. რაც შეეხება პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ღარიბაშვილის თქმით, გულდასაწყვეტი იყო კახა კუჭავას გადაწყვეტილება, რომელიც მან თავადვე მიიღო.
