პრემიერმა ახალ კანონპროექტზე ისაუბრა
პრემიერ მინისტრმა ლონდა თოლორაიას მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში სამსახური საჯაროდ შესთავაზა. ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის კვალიფიციურობაზე ისაუბრა, პარალელურად კი, განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ სამსახურის გარდაქმნის აუცილებლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, უფრო ძლიერი და მეტი უფლებით.
