ჯანდაცვის ახალი მინისტრი
ჯანდაცვას კარგი მენეჯერი იბარებს ექიმების ოჯახიდან. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი ზურაბ აზარაშვილია. საბანკო სისტემაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, „თბილიავიამშენის“ და „დელტას“ გენერალური დირექტორების პოსტი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეობა- სწორედ ეს არის ახალი მინისტრის კარიერა ახალ უწყებამდე. მოქმედი და წარდგენილი მინისტრები უწყებაში ერთად მივიდნენ. უწყებას ზურაბ აზარაშვილი ახალი წლიდან გადაიბარებს და მისი გეგმაც შემდეგ გახდება ცნობილი. პირველი და უმთავრესი გამოწვევა კი, მასაც უცვლელი ხვდება, ქვეყანა მსოფლიოსთან ერთად ჯერ კიდევ ებრძვის პანდემია
