საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში
საახალწლო ღონისძიებები დაიწყო ქობულეთშიც. ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა. პატარებს თოვლის ბაბუა და ანიმატორები მასპინძლობენ. ნაძვის ხეს საზეიმო ვითარებაში აანთებენ. საღამო გალა კონცერტით დასრულდება. კონცერტში ქუჩის ბიჭები და ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობენ. საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება.
