საახალწლო ღონისძიება ახალქალაქში
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალქალაქში საახალწლო ღონისძიება იმართება. აქ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, საშობაო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებით უმასპინძლდება. ახალქალაქში, ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტიც გაიმართება.
