მთავრობის სხდომა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, იმერეთსა და გურიაში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორციელდება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. დაფინანსება მოიცავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას და ასევე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.
