სააკაშვილის პროცესი - მსჯავრდებული პროცესს დღესაც არ დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი საასამართლო პროცესს დღესაც არ დაესწრო. საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდი განიხილა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსია ბრალდებული. სასამართლომ დღეს კონკრეტულ შუამდგომლობებზე იმსჯელა და მათგან ნაწილი დააკმაყოფილა. მათ შორის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის მასალებს დაერთვება სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის და ცენტრ "ემპათიას" დასკვნები.
