ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება
ქართული ოცნების მთავრობის რიგით მესამე ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. სწორედ ის ჩაანაცვლებს ეკატერინე ტიკარაძეს ვაკანტურ პოსტზე. აზარაშვილს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის, დღეს პრემიერმა ოფიციალურად წარადგინა.
