ბიუროს სხდომა
ბიუროზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. პარლამენტი კანონპროექტებზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ისინი განხილვის შეჩერებას ითხოვენ. მმართველი გუნდის განმარტებით კი, ცვლილებები არ ეხება კონკრეტულ პირებს და საუბარია მხოლოდ ინსტიტუციურ რეფორმაზე.
