საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი
საპარლამენტო ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ გადადგა თანამდებობიდან კახა კუჭავა და რატომ უნდა ჩაანაცვლოს თავმჯდომარის რანგში ის შალვა პაპუაშვილმა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ ცვლილებით, ქვეყანა დასავლური კურსიდან გადაუხვევს, რადგან კუჭავას დასავლელ პარტნიორებთან საკუთარი კონტაქტები აკავშირებდა.
