ისრაელმა "პაქსლოვიდის" გამოყენება დაუშვა
ისრაელმა კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ გამოყენება დაუშვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეკვეთილი მედიკამენტების პირველ ნაწილს, ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს.
