საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში
პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. მუნიციპალიტეტებში საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო, ერთ-ერთი პირველი, სადაც დღეს საახალწლო ღონისძიებები გაიმართა მესტია, ტყიბული და თელავია. ყველა აქტივობა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
