დავით აღმაშენებლის მონეტა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნიკალური, მე-12 საუკუნის ისტორიული არტეფაქტი ამოიღო. სპილენძისგან დამზადებული მონეტა, რომლის ღირებულებაც შეუფასებელია, დავით აღმაშენებლის პერიოდშია მოჭრილი. გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სხვა ექსპონატებიც. არტეფაქტები თეთრიწყაროს რაიონში, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, სპეციალური დეტექტორის საშუალებით იპოვა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
