გათავისუფლება ცხინვალის იზოლატორიდან
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები თავისუფლები არიან. აძვის მოსახლეები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც სოფლის მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ, ეკლესია ე.წ. გამყოფ ხაზს მიღმაა. ბრალდებაც ტრადიციულად, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა იყო. საქართველოს მოქალაქეები ჯერ არცელში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახებმა ეს მხოლოდ დილით შეიტყვეს.გათავისუფლებულები ახლა გამოკითხვაზე არიან, როგორია უკანონო ტყვეობის მორიგი ისტორია და რას ჰყვებიან აძველები ოკუპანტების შესახებ.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
