პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა
კახა კუჭავა „ქართულ ოცნებაში“ რჩება, თუმცა არა პირველ კანონმდებლად. გადაწყვეტილება რვათვიანი მუშაობის შემდეგ თავად მიიღო. პარლამენტში მისი სპიკერობა,საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ პერიოდს დაემთხვა, დარბაზშიც და მის მიღმაც, კახა კუჭავას ხშირად უწევდა ოპოზიციის რადიკალიზმთან გამკლავება. საკანონმდებლო ორგანოში წელს ეს მეორე ცვლილებაა. კუჭავამ წინამორბედი, არჩილ თალაკვაძე 27 აპრილს შეცვალა.პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე გუნდის აქტიურ წევრად რჩება, გუნდი კი ძლიერდება, მათ შორის პოლიტსაბჭოს შემადგენლობით.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
