"ომიკრონი" საქართველოში
ქვეყანაში ეპიდ ვითარება კვლავ მძიმეა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 78 პაცინეტი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსს 13,367 ადამიანი ემსხვერპლა. მზარდია ვირუსის გავრცელების დინამიკა, რასაც ომიკრონის შტამიც ართულებს. 24 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 29 შემთხვევაა აღრიცხული. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საერთო ჯამში, 1976 ადამიანი დაინფიცირიდა, 3076 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებლი 4,59%-ია. ეპიდემიოლოგები ვითარების გართულებას იანვრიდან ელოდებიან, სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი შტამი დომინანტი სწორედ მომდევნო თვიდან გახდება.
