საქართველოს პრემიერის მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 60 წლის იუბილე მიულოცა.საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის ოჯახს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. ინფორმაცია, ცოტა ხნის წიონ, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერზე გავრცელდა.
