სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აგრძელებს
ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლბი პრეზიდენტს ხვდებიან . სალომე ზურაბიშვილი დღეს მარიამ ჯაშს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს - ეკა გიგაურს შეხვდა. განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია და იმსჯელეს გამოსავლის გზებზე. დღის განმავლობაში პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება. შეგახსნებთ, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, სალომე ზურაბიშვილი 16 დეკემბერს გამოვიდა.
