სენაკის საკრებულოს სხდომა
კვორუმის არარსებობის გამო, საკრებულოს სხდომა დღეს სენაკშიც გადაიდო. საკრებულოს წევრები 28 დეკემბერს შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ შეეცდებიან თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიონ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ასევე ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრთა ნაწილი. ცნობისთვის, სენაკის საკრებულო 33 წევრისგან შედგება. აქედან 16 მანდატი ქართული ოცნებას , 13 ნაციონალური მოძრაობას , 4 კი პარტია საქართველოს აქვს.
