ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. მიზეზი ქვორუმის არ არსებობაა. დღევანდელ სხდომას, საკრებულოს 21 წევრი ესწრებოდა, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად არასაკმარისი აღმოჩნდა. სხდომაზე დღეს " ქართული ოცნების" 19 დეპუტატი, ხოლო გახარიას პარტიის ორი წევრი გამოცხადდა. ნაციონალური მოძრაობა, პროტესტის ნიშნად სხდომას არ დასწრებია. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამ დრომდე ვერ შეჯერდნენ. მომდევნო სხდომა 12 იანვარს დაინიშნა. ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე და მოადგილეები ამ დრომდე ვერ აირჩია.
