აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა
აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით საკრებულოს აპარატს უკვე მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში რჩება და თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოში მისი მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს გუნდში დაპირისპირებაა და სწორედ ეს გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ეს ინფორმაცია ლევან მაკალათიამ კატეგორიულად უარყო.
