ეროვნულ მუზეუმს ახალი არტეფაქტი შეემატა - აღმაშენებლის პერიოდის მონეტა
ეროვნულ მუზუმს ახალი არტეფაქტები შეეტა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავით აღმაშერნებლის უნიკალური მონეტაა. უახლოეს პერიოდში, მსურველებს მისი დათავლიერება შეეძლებათ. აქამდე მსოფლიო ისტორია დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას იცნობდა , რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონში ინახება. ახლად აღმოჩენილი მონეტის ნამდვილობის დასადგენად, საექსპერტო კვლევა ჩატარდა, შედეგების თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით აღმაშენებლის მიერ და ის ნამდვილად ორიგინალია. მონეტის საბაზრო ღირებულება, შეუფასებელია.მონეტა, რომლის ავთენტიკურობა ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა, ეროვნულ მუზუმში უკვე მიიტანეს.
