ბრიტანული კვლევა "ომიკრონზე"
„ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70 პროცენტით ნაკლებია. ეს დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად გამოიტანეს. სპეციალისტები იმასაც აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა, 31-45%-ით ნაკლებია.
