ბრალდებული სააკაშვილი მოწმეებს სასამართლოში იბარებს
7 ნოემბრის სასამართლო სააკაშვილის გარეშე შედგა. ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით არ გამოცხადდა. ასე ჩატარდა ბოლო სხდომაც. თუმცა ცნობილია ბრალდებულის პოზიცია. სააკაშვილი ირწმუნება, რომ ამ დღეს მოვლენებს ტელევიზორით ადევნებდა თვალს და არც დირექტივები გაუცია. "იმედის"დარბევას კი საერთოდ არ ახსენებს. ამავე საქმეზე ექსპრეზიდენტთან ერთად კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და უგულავაც ბრალდებულები არიან. ბრალდებისთვის არარეალურია მთავარსარდლის ბრძანების გარეშე საპოლიციო ძალების ისეთი მობილიზება, როგორიც 7 ნოემბერს იყო. პროკურატურას მტკიცებულებების იმედი აქვს, რომელთა შორის არის: პირდაპირ ეთერში გასული ვიდეო მასალა, ასევე, დარბევაში უშუალო მანაწილეების ჩვენებები. თუმცა სააკაშვილი სასამართლოში ორ ყოფილ მაღალჩინოსანს იბარებს, მათგან ერთი, ოპოზიციაში საქმიანობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
