"საქართველოსთვის" - "ნაციონალების" შეთანხმება
გახარიასა და ნაციონალების თანამშრომლობა ჩხოროწყუში ამჯერად წარმატებით დასრულდა. „საქართველოსთვის“ კანდიდატმა, სააკაშვილის გუნდის და ლელოს წყალობით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მიიღო. ამ დრომდე არაღიარებული ალიანსის პირველი, მაგრამ უშედეგო მცდელობა ასევე ჩხოროწყუში, 9 დეკემბერს შედგა, მაშინ თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, მაგრამ გახარიას პარტიის კანდიდატმა 12 ხმა მიიღო. გუნდი საკრებულოში 7 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ამდენივე მანდატი აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ერთი - ლელოს. სწორედ მაშინ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ნაციონალების 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პოსტზე გადამდგარი პრემიერის კანდიდატებს მხარს დაუჭერდნენ, თუ ოპოზიცია საკვანძო პოზიციებს მოიპოვებდა.„ქართული ოცნებისთვის“ დღევანდელი არჩევანი გარიგების აშკარა დასტურია და იმის წინაპირობა, რომ პოლიტიკურ სცენაზე ახლად გამოჩენილი ალიანსი ასე სხვაგანაც მოიქცევა, რითაც მუნიციპალიტეტების მუშაობას შეაფერხებს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
