დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა . ასევე გაგრძლდება სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც 2013 წლიდან განხორციელდა: საუბარია მათ შორის გაზიფიკაციაზე, წყლით მომარაგებაზე, განათლების და ჯანდაცვის დაფინანსებაზე.
