პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები"
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“-ს ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია რუსთაველის და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ეწყობა არსებული შენობების,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების,სავაჭრო ობიექტების ფასადები,ვიტრაჟები,საჭიროების შემთხვევაში იცვლება სახურევები. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად, იგეგმება სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, მათ შორის სკვერების მოწყობის და კეთილმოწყობის სამუშაოები.
