სააბონემენტო სისტემა ტრანსპორტში
თბილისის ვიცე მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ულიმიტო სისტემის დეტალები განმარტა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ბარათი იქნება მრავალჯერადი. მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ მოუწევს ყიდვა და მუდმივად შეეძლება სხვადასხვა პაკეტების დარიცხვა. ასევე ბარათის გამოყენებიდან მომდევნო გადახდა შესაძლებელი იქნება 15 წუთის შემდეგ, რაც გამორიცხავს რომ ერთი ბარათით ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.
