სააკაშვილის სასამართლო - მსჯავრდებული სხდომას არ დასწრებია
შვიდი ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული, სხდომას არ ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ხელახალ დაკითხვას ითხოვს, რომლებმაც სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ერთხელ უკვე მისცეს. მათ შორის არის ნინო ბურჯანაძე და გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი. პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებულ კადრებზე, რომელიც შვიდი ნოემბრის აქციის დაშლას ასახავს.
