შიმშილობა "ნაცმოძრაობაში" - შეფასებები
ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის ეზოში ათობით კარავია გაშლილი. კარვებში როგორც პარტიაში აცხადებენ, ორასზე მეტი ადამიანი შიმშილობს, თუმცა ნაციონალური მოძრაობა დამატებით პროტესტის სხვაგვარ ფორმებზეც ფიქრობს. პარტიაში უარყოფენ,რომ შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება სააკაშვილის მითითების საფუძველზე მიიღეს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის დაკვეთა და ერთგვარი შანტაჟი . ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიას იწუნებს ოპოზიციის ერთი ნაწილი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
