24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები, კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. საღამოს საათებში გაიმართება, კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.
