"პოეტის საშობაო ეპისტოლე"
რეზო გაბრიაძის თეატრში დათო მაღარაძის ახალი ლექსის პრეზენტაცია შედგა. "პოეტის საშობაო ეპისტოლე" - ასე ჰქვია ლექსს, რომელიც საქართველოს ჰიმნის ავტორმა მარიონეტების თეატრის დამაარსებლის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას მიუძღვნა. პოეტმა რამდენიმე დღის წინ ეპისტოლე რეზო გაბრიაძის ფილმის "კოჯრის ტყის სიზმრების"შთაგონებით შექმნა. მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციაზე პოეტმა ბოლო ახალი კრებული "ეტაფიორა" წარუდგინა.
