სააბონემენტო სისტემის ცვლილება ტრანსპორტში
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საგადასახადო პრინციპი იცვლება. ულიმიტო მგზავრობის სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. შესაბამისი ბარათები 5 იანვრიდან დედაქალაქის მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში გაიყიდება. მომხმარებელი შეძლებს როგორც 90 წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი აბონემენტების შეძენას. უფასო და შეღავათიანი ტარიფით კი მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს. გადაწყვეტილებაზე დღეს თბილისის მერმა ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
