"ომიკრონი" საქართველოში
24 ინფიცირებული ორ დღეში - კოვიდ 19-ის მუტირებულმა ვარიანტმა ქვეყანაში გავრცელება დაიწყო. ვითარება სავარაუდოდ,კიდევ უფრო დამძიმდება. ომიკრონის შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას,სპეციალისტები 15 იანვრის შემდეგ ელოდებიან. მართალია იმუნიზაციის ტემპი ოდნავ მომატებულია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მსოფლიომ „ომიკრონს“ შემაშფოთებელი შტამის კლასიფიცირება უკვე მიანიჭა,რადგან ის ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება.
